„გორბი“ -  გამოკითხულთა 82% ემხრობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, “გორგბი” საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

შეკითხვაზე, „ემხრობით თუ ეწინააღმდეგებით „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას, არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში?“, შედეგები ასე გამოიყურება:

ვემხრობი - 82%

არ ვემხრობი - 13%

არ ვიცი/უარი პასუხზე - 5%

კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 22 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ჩაატარა. წარმომადგენლობითი შერჩევით ქვეყნისა და თბილისის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წესით საქართველოს 2026 მოქალაქე გამოიკითხა. 59%, ანუ 1212 რესპონდენტი სავარაუდო ამომრჩეველია, რომელიც, სავარაუდო ხმის მიცემის შესახებ ორ შეკითხვაზე პასუხისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის უფლების მქონეთა თვითგაცხადებული ხმის მიცემის ისტორიის მიხედვით გამოვლინდა.

ცდომილების ზღვარი: ქვეყნის მასშტაბით რიგითი მოქალაქეების გამოკითხვის შემთხვევაში - +/- 2.2%-ია. ქვეყნის მასშტაბით სავარაუდო ამომრჩევლის შემთხვევაში - +/- 2.9%.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს