რუსული ტელეგრამ არხები უკრაინული არმიის დარტყმებზე წერენ და ვარაუდობენ, რომ უკრაინამ კონტრიერიში დაიწყო.
როგორც "ბიბისი" წერს, ამ მომენტისთვის უკრაინული მხარის მიერ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ან უარმყოფელი ინფორმაცია არ არსებობს.
კერძოდ, რუსი სამხედრო პროპაგანდისტები და “ვაგნერთან” დაახლოებული არხები იუწყებიან, რომ უკრაინელებმა წარმატებული იერიშები განახორციელეს ბახმუტის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში; ხარკოვის რაიონში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადაადგილების შესახებ, სავარაუდოდ, ფრონტის ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილისკენ; უკრაინელების მხრიდან ფრონტის ამ ნაწილის საარტილერიო დაბომბვის შესახებ, კერძოდ სვატოვოსა და კრემინას რაიონებში; გორლოვკასთან მდებარე მაიორსკის რაიონში უკრაინული ქვედანაყოფების იერიშის შესახებ.