ჟოზეფ ბორელი - ჩინეთმა უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლის შესრულების შესაძლებლობა დაკარგა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ პეკინი ბრიუსელის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, მაგრამ უკვე დაკარგა რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში შუამავლის როლის შესრულების შესაძლებლობა.

მედიის ინფორმაციით, ჟოზეფ ბორელმა ეს განცხადება ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამიტზე გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ პეკინს დიდი გავლენა აქვს მოსკოვზე და შეუძლია ხელი შეუწყოს აგრესიის შეჩერებას, მან უკვე დაკარგა შუამავლის როლის შესრულების შესაძლებლობა, რადგან მისი „ნეიტრალიტეტი“ უფრო პრორუსული იყო”, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

ამასთან, მისი თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს, მაგრამ ჯერჯერობით მისთვის სამხედრო დახმარება არ გაუწევია.

"დიახ, ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს, მაგრამ, ჯერჯერობით, სამხედრო დახმარება არ გაუწევია. უნდა ვიყოთ ფხიზლად, რათა რუსეთი ჩინეთის ხელში არ ჩავაგდოთ”, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა