მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი - უკრაინის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების გარეშე მსოფლიოს გამოკვება გაგვიჭირდება

მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) ხელმძღვანელის, სინდი მაკკეინის განცხადებით, მსოფლიოს გამოკვება გაჭირდება, თუ რუსეთი უკრაინის მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული შეთანხმებიდან გავა.

სინდი მაკკეინმა BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეთანხმება, რომელსაც ვადა 18 მაისს ეწურება, უნდა განახლდეს.

„მათ უნდა განაახლონ შეთანხმება. ჩვენ ვერ შევძლებთ რეგიონის გამოკვებას, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიოზე, თუ ისინი ამას არ გააკეთებენ. მოგეხსენებათ, უკრაინა ადრე საკმაოდ დიდწილად ევროპის პურის კალათა იყო და ახლა ეს აღარ ხდება. ჩვენ გვჭირდება მარცვლეულის გამოტანა, რადგან ეს გავლენას ახდენს სხვა ქვეყნებზე,” - აღნიშნა მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გასული წლის ივლისში გაფორმებული მარცვლეულის შეთანხმებით უკრაინიდან მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტი გახდა შესაძლებელი. შეთანხმებას ვადა 18 მაისს ეწურება და ის 120 დღით უნდა გახანგრძლივდეს, მაგრამ რუსეთი შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება. რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაერო-ს მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა გუშინ სტამბულში შეხვედრა გამართეს, რათა განეხილათ წინადადებები შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ. შეხვედრის შედეგები, ჯერჯერობით, არ გასაჯაროვებულა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს