აშშ სამხრეთ აფრიკას რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებს

სამხრეთ აფრიკაში აშშ-ის ელჩმა ქვეყანა რუსეთისთვის იარაღის ფარულად მიწოდებაში დაადანაშაულა.

რუბენ ბრიგეტის განცხადებით, მიაჩნია, რომ რუსულ სატვირთო გემზე, რომელიც დეკემბერში, კეიპტაუნის საზღვაო ბაზაზე ჩადგა, იარაღი და საბრძოლო მასალა დატვირთეს.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ გემზე იარაღი დატვირთეს და სიცოცხლეს დავდებ ამ განცხადების სიზუსტეზე. სამხრეთ აფრიკის მიერ რუსეთის შეიარაღება ფუნდამენტურად მიუღებელია“, - აღნიშნა ელჩმა.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, კირილ რამაფოსას ოფისმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა მოგვიანებით განაცხადა, რომ გამოძიების დაწყება მისასალმებელია ნაბიჯია.

”ამაში ღრმად შემაშფოთებელი ნაწილი არის სანქცირებული რუსული გემის სამხრეთ აფრიკის საზღვაო პორტში შესვლა”, - განუცხადა ვედანტ პატელმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, აშშ ხმას აიმაღლებს „ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც გადადგამს ნაბიჯებს უკრაინაში რუსეთის უკანონო და სასტიკი ომის მხარდასაჭერად“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო