Imagine Dragons-ის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

„ბლექ სი არენას“ ინფორმაციით, Imagine Dragons-ის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

მათივე ცნობით, მყიდველებს შორის არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე კონცერტზე დასწრების მსურველები სხვადასხვა ქვეყნიდან. ყველა ბილეთი 7 საათში გაიყიდა.

„შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი Imagine Dragons-ს კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში უმასპინძლებს. კამპანია Starring Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream. ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

Imagine Dragons ამერიკული როკ-ბენდია, რომელიც ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ მუსიკალურ პროექტად მიიჩნევა. მილიონობით გაყიდული ალბომის და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით, ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს.

Mercury-ის ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოს ეწვევა, ნამდვილი „ვარსკვლავთცვენაა“, რადგან ტურნე მოიცავს ყველა იმ ჰიტს, რომლის დამსახურებითაც, Imagine Dragons ნამდვილი „სუპერსტარების“ ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით“, - აღნიშნულია „ბლექს სი არენას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

Imagine Dragons-ის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

„ბლექ სი არენას“ ინფორმაციით, Imagine Dragons-ის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

მათივე ცნობით, მყიდველებს შორის არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე კონცერტზე დასწრების მსურველები სხვადასხვა ქვეყნიდან. ყველა ბილეთი 7 საათში გაიყიდა.

„შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი Imagine Dragons-ს კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში უმასპინძლებს. კამპანია Starring Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream. ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

Imagine Dragons ამერიკული როკ-ბენდია, რომელიც ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ მუსიკალურ პროექტად მიიჩნევა. მილიონობით გაყიდული ალბომის და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით, ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს.

Mercury-ის ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოს ეწვევა, ნამდვილი „ვარსკვლავთცვენაა“, რადგან ტურნე მოიცავს ყველა იმ ჰიტს, რომლის დამსახურებითაც, Imagine Dragons ნამდვილი „სუპერსტარების“ ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით“, - აღნიშნულია „ბლექს სი არენას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია