საკალათბურთო გუნდი „თსუ“ სუპერლიგის ფინალში გავიდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა „თსუ“ კვლავ გაიმარჯვა. უნივერსიტეტის გუნდმა მე-4 ნახევარფინალურ მატჩში ანგარიშით, 91:80 ზესტაფონის „მარგვეთი“დაამარცხა და საქართველოს სუპერლიგის ნახევარფინალური სერია ანგარიშით, 3:1 მოიგო.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მატჩის საუკეთესო კალათბურთელად თსუ-ელი გიორგი ცინცაძე დასახელდა.

„თსუ-ის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვით ერთგულ ქომაგებს. მთელი გადამწყვეტი შეხვედრის განმავლობაში უნივერსიტეტის გუნდს გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერა ამხნევებდა. გადამწყვეტ შეხვედრას თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სუპერლიგის ჩემპიონობამდე თსუ-ს ერთი ნაბიჯი აკლია. ფინალურ შეხვედრაში იგი რუსთავის „რუსთავს“ დაუპირისპირდება.

უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდისთვის მიმდინარე წელი წარმატებული აღმოჩნდა. ერთი თვის წინ თსუ საქართველოს თასის მფლობელი გახდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის