თეა ახვლედიანმა ტრენინგ-სემინარი თემაზე - „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტრენინგ-სემინარი თემაზე - „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თეა ახვლედიანი, ევროპის დღეების ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამართულ ტრენინგ-სემინარზე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების წარმომადგენელ ახალგაზრდებს უწყების კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებზე, მიღწეული შედეგებსა და დასახულ გეგმებზე ესაუბრა.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ახალგაზრდების გაძლიერება, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობის მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციასთან ბრძოლის, მისი გავრცელების პრევენციისა და მედიაწიგნიერების საკითხებს დაეთმობა. ამასთან, თეა ახვლედიანმა საქართველოს ევროინტეგრაციის პრიორიტეტებზე, განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სახელმწიფო მინისტრმა სემინარის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა.

„ჩვენი ქვეყნის ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების წევრებთან მიმართებით მოქმედი სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ვაგრძელებთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ტრენინგ-სემინარების, საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარებას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემატიკაზე. დღევანდელი ღონისძიებაც, სახელწოდებით, „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“, რომელშიც ქართველებთან ერთად აზერბაიჯანული, სომხური, უდიური, ასირიული და ბერძნული თემის წარმომადგენელი ახალგაზრდები მონაწილეობენ, ევროპის დღეების აღნიშვნის კონტექსტში ხორციელდება და სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, აქცენტს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე გააკეთებს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების როლის და ჩართულობის გაძლიერების ხელშეწყობასთან ერთად, ეს ორ დღიანი სემინარი შექმნის სხვადასხვა ეთნოკულტურის წარმომადგენელთა შორის მეტი კომუნიკაციის, ერთმანეთის უკეთ გაცნობის და დაახლოების შესაძლებლობებს,“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

სამუშაო შეხვედრის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანნა ჩერნიშოვამ.

„დღეს თელავში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან ერთობლივი თანამშრომლობით, UNDP-ის მხარდაჭერით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რათა ცნობიერება აიმაღლონ დეზინფორმაციასა და „ფეიკ ნიუსების“ მიმართულებით, იცოდნენ თუ როგორ გაუმკლავდნენ მათ. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამებისა და იმ აქტივობების შესახებ, რომელთაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს და ჩვენ მხარს ვუჭერთ. ჩვენი თანამშრომლობა ამ ტრენინგის მიღმა ბევრ სხვა აქტივობას მოიცავს, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ხორციელდება,“ - განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ.

ორდღიანი ტრენინგ-სემინარი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჩატარდა. ინიციატივის მხარდამჭერები იყვნენ ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR).

მონაწილეებს სიტყვით ასევე, UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ, საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა, ბესარიონ ბოხაშვილმა და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, პლატონ კალმახელიძემ მიმართეს.

ტრენინგ-სემინარში, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ორი დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში მიმდინარეობდა, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან და ქვემო ქართლიდან 35 ახალგაზრდა მონაწილეობდა.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს