სტუდენტური პარლამენტის წევრები ვაზიანში იმყოფებოდნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, სტუდენტური პარლამენტის წევრები საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეით ბრიგადას ესტუმრნენ.

უწყების ცნობით, სტუდენტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა, გიორგი ჯინჭარაძემ უმასპინძლეს. ახალგაზრდებთან ერთად სამხედრო ბაზაზე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი იმყოფებოდა.

სტუმრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ქვედანაყოფის შექმნის ისტორიასა და ამოცანებს გაეცნენ.

„მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სტუდენტებს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ქვედანაყოფის ისტორია, ძალთა სტრუქტურა, ამოცანები და განხორციელებული აქტივობები გააცნო. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს თავდაცვის კოდექსის პროექტი წარუდგინა და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მოისმინეს. სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი შეიარაღება დაათვალიერეს, სიმულაციურ ცენტრს ესტუმრნენ და ბრიგადის სასადილოში ჯარისკაცებთან ერთად ისადილეს.

ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო