WHW-მიერ გავრცელებული განცხადება, კიდევ ერთი ნათელი დადასტურება და მტკიცებულებაა, რომ რუსული პარტია, რუსი ოლიგარქი და ჯალათეა - თეა წულუკიანი, პირადად არიან პასუხისმგებლები იმ ვანდალიზმზე, რასაც გელათში სჩადიან! - გელათში მიმდინარე მოვლენებზე დუმილი დანაშაულია! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საუკეთესო სპეციალისტების ჩამოყვანის მზაობას კიდევ ერთხელ გამოთქვამს.
„გრძელდება გელათის მიზანმიმართული განადგურება. WHW-მიერ გავრცელებული განცხადება, კიდევ ერთი ნათელი დადასტურება და მტკიცებულებაა, რომ რუსული პარტია, რუსი ოლიგარქი და ჯალათეა - თეა წულუკიანი, პირადად არიან პასუხისმგებლები იმ ვანდალიზმზე, რასაც გელათში სჩადიან! საუკუნის დანაშაული, ისტორიული უთავმოყვარეობა და საქართველოს ისტორიისა და ტრადიციების მტრების მიზანმიმართული მოქმედებები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, ჩამოვიყვანოთ მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტები და ეს ყველაფერი ჩვენ უზრუნველყოთ ფინანსურად.
ქვეყნისა და ისტორიის წინაშე, დანაშაულია გელათში მიმდინარე მოვლენებზე დუმილი! ხმა ამოვიღოთ ყველამ და დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი იდენტობა“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.