„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გენდერული სტატისტიკის ექსპერტთა ჯგუფის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს

საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი და სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი ვასილ წაქაძე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ ორგანიზებულ, გენდერული სტატისტიკის ექსპერტთა ჯგუფის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობენ, რომელიც ჟენევაში, 9-12 მაისის პერიოდში მიმდინარეობს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განიხილება გაერო-ს წევრ ქვეყნებში გენდერული სტატისტიკის წარმოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება ეთმობა ქალთა მიმართ ძალადობის და დროის გამოყენების გამოკვლევების, გენდერულად დისაგრეგირებული მონაცემების შეგროვებისა და გავრცელების საკითხებს.

„საქსტატის“ წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ გაეროს მიერ ორგანიზებულ თემატურ სესიებსა და პანელურ დისკუსიებში, რა დროსაც დამსწრე საზოგადოებას უზიარებენ საქართველოს გამოცდილებას, ქვეყანაში გენდერული სტატისტიკის წარმოების შესახებ, ასევე მონაცემთა შეგროვებისა და გავრცელების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, საქსტატის ბოლოდროინდელი მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ხორციელდება ინდივიდუალური შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურების წარმომადგენლებთან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს