თურქეთი აცხადებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივებაზე შეთანხმების მიღწევა ახლოვდება

უკრაინა და რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივებაზე შეთანხმების მიღწევისკენ მიდიან, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„შეხვედრიდან პირველი ინფორმაცია არის ის, რომ ის დადებითად განვითარდა. მივდივართ მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების გახანგრძლივებისკენ. შავი ზღვის შეთანხმებამ, რომელიც თურქეთის დახმარებით გაფორმდა, შესაძლებელი გახადა 30 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტი იმ ქვეყნებში, რომლებსაც ის სჭირდებათ“, - ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მისი თქმით, უკრაინიდან შავი ზღვის პორტების გავლით მარცვლეულის ექსპორტი ნიშნავს შიმშილის პრევენციას და სტაბილურობის შენარჩუნებას.

„რას ნიშნავს ეს? შიმშილის პრევენციას და სტაბილურობის შენარჩუნებას“, - აცხადებენ თურქეთის თავდაცვის უწყებაში.

შეგახსენებთ, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გასული წლის ივლისში გაფორმებული მარცვლეულის შეთანხმებით უკრაინიდან შავი ზღვის პორტების გავლით მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტი გახდა შესაძლებელი. ამჟამად მოქმედი შეთანხმება მარტში ორი თვით გახანგრძლივდა და მისი ვადა 18 მაისს იწურება. რუსეთი შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება. რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაერო-ს მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა გუშინ სტამბულში შეხვედრა გამართეს, რათა შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ წინადადებები განეხილათ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო