სამგორის რაიონში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შენდება

სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე საბავშვო ბაღი შენდება. 15-ჯგუფიანი ბაღი 500-მდე აღსაზრდელს მიიღებს, სადაც 100-მდე ადამიანი დასაქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შენობა აღჭურვილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ადაპტირდება შშმ პირთათვის.

მშენებარე ობიექტი თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან და სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ე.წ. აფრიკის დასახლებაში ამჟამად ერთადერთი ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას სკოლამდელ განათლებაზე სრულად ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის წვდომას ჩვენ სერვისებზე და 500-მდე პატარას საშუალება ექნება, განათლება კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღოს“, - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ამჟამად, თბილისში 10 საბავშვო ბაღი შენდება, ხოლო ორი ბაღის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ობიექტების ნაწილი წლის ბოლომდე გაიხსნება.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ბაღების ექსპლუატაციაში მიღება დაგეგმილია 2024 წლიდანაც.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ