ლაშა ფარულავა - „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ რიკოთის უღელტეხილზე დაანონსებული „საუკუნის პროექტი“ მოქალაქეებისთვის საშვილიშვილო ტვირთად გადაიქცა

ჩუმათელეთი-ხარაგაული-ზესტაფონის საავტომობილო გზის პროექტი ჩავარდა, რომელიც ახალი ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალის მთავარი შემოვლითი გზა და ალტერნატივა უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავას და ხარაგაულის ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი აცხადებს.

როგორც მათ რიკოთის უღელტეხილზე გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნეს, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ჩუმათელეთი-ხარაგაული-ზესტაფონის გზის მშენებლობისთვის კორუფციული გარიგების გზით შეარჩია კომპანიები, რომლებიც „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან.

მათი განმარტებით, პროექტი „აზიის განვითარების ბანკისგან“ აღებული სესხით დაფინანსდა და 2021 წელს უნდა დასრულებულიყო.

„ივანიშვილის რუსული მთავრობის მავნებლობის, მოპარული მილიონების და ჩამოშლილი ინფრასტრუქტურის გამო, რიკოთის უღელტეხილზე დაწესებულია საავტომობილო შეზღუდვა, რის გამოც მძღოლები გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის შემოვლითი გზით სარგებლობენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმის მიხედვით ყველაზე მოკლე და კეთილმოწყობილი შემოვლითი გზა ჩუმათელეთი-ხარაგაული-ზესტაფონის უნდა ყოფილიყო.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ჩუმათელეთი-ხარაგაული-ზესტაფონის გზის მშენებლობისთვის კორუფციული გარიგების გზით შეარჩია კომპანიები, რომლებიც „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. ამიტომ, შედეგი სახეზეა: მიტოვებული სამუშაო და შეჭმული მილიონები. რიკოთის უღელტეხილზე, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დაანონსებული „საუკუნის პროექტი’’ მოქალაქეებისთვის საშვილიშვილო ტვირთად გადაიქცა, ამ ჩავარდნილი პროექტისთვის აღებული ვალი მომავალი თაობების გადასახდელი იქნება“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

„ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის. ხარაგაულის მოსახლეობის დაახლოებით ¼ სარგებლობს ამ გზით. ასევე, ეკონომიკური თვალსაზრისით ხარაგაულის მოსახლეობისთვის ეს მომგებიანი პროექტი იყო. ამასთან ერთად კიდევ შემიძლია დავამატო ის, რომ ეს გზა უკავშირდება კურორტ ნუნისს, სადაც ფაქტობრივად, ადამიანებს პრობლემის გარეშე შეეძლოთ შესულიყვნენ კურორტ ნუნისში, სადაც ფსორიაზით დაავადებული პაციენტები იკურნებიან კურორტ ნუნისზე. რაც ყველაზე მთავარია, ეს პროექტი დასრულებული უნდა იყოს უკვე რიკოთის უღელტეხილის გრანდიოზული პროექტიდან გამომდინარე, შეიძლება პრობლემატური საკითხები ყოფილიყო, სადაც გამტარობა ავტომობილების არ იქნებოდა და შემოვლითი გზით უნდა ყოფილიყო ამ მანქანების გამტარობა, სადაც 40 კმ-ს დაფარვა, 20-25 წუთში შეეძლებოდა მგზავრს, მაგრამ არ გაკეთდა ეს პროექტი, ინფრასტრუქტურის მინისტრი ალბათ, ახლოსაც კი არ არის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, რადგან ეს პროექტი დასრულებული უნდა ყოფილიყო. რვაჯერ არის გამოცხადებული ტენდერი და ჩავარდნილი - ან პროექტს აქვს პრობლემა, ან შესრულებას, ფაქტობრივად თითი-თითზე არ დაუკარებია არავის, არაფერი არ კეთდება და მწყობრიდან არის ყველაფერი გამოყვანილი. გაკეთების მაგივრად, გააფუჭეს, თუნდაც მარელისში მიწის გამაგრების სამუშაოების დროს რკინიგზის გადასასვლელი ხიდი დაანგრიეს აშენების მაგივრად, აქედან გამომდინარე დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩავარდნილი მოსახლეობა. გადაადგილება არ შეუძლიათ ამ გზით, წინასაარჩევნოდ იყო ქარსელაძე ამოსული და თქვა, რომ 2021 წლისთვის ეს პროექტი დასრულდებოდა, მაგრამ დღესაც ხედავთ, თუ რა მდგომარეობაა“, - განაცხადა თორნიკე ავალიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს