გიგა ბოკერია - თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველო დასანქცირდება, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების რეაქცია

თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველო დასანქცირდება, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების რეაქცია,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში, „კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ“.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რამხელა ზიანს აყენებს საქართველოს მმართველი პარტია ვიდრე ის ხელისუფლებაშია.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები და განწყობა, მათი გადადგმული, თუ არგადადგმული ნაბიჯები, ყველაფერი ერთად უწყობს ხელს საქართველოს იზოლაციას დასავლეთისგან და დაუცველად დატოვებას რუსული საფრთხის წინაშე.

„ეს ადამიანები, ივანიშვილის და მისი არარაოებების გარემოცვა, თითქოს, მშვიდობის დროშის დაცვის ქვეშ, რეალურად რუსული აგრესიის საფრთხეს გვიზრდის. ისეთი რეპუტაცია აქვთ და ისეთი განცხადებები გააკეთეს, ამ ფონზეც კი, რომ განიხილება საქართველოში თბილისის აეროპორტის სანქცირების საკითხი.

ეს არის ამ მავნებლობის პირდაპირი მტკიცებულება. თუ საქმე აქამდე მივიდა, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების რეაქცია და მოჰყვება კიდეც, დარწმუნებული ვარ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ამ რეჟიმის დემოკრატიული ცვლილებით უნდა დამთავრდეს, მაგრამ სანამ ცვლილება მოხდება, ეს იმხელა დარტყმაა, თუ აქამდე მივიდა საქმე, რომ ამას არ გაატარებს საქართველოს საზოგადოება“ - თქვა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას განცხადებას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო