გიორგი ტყემალაძე ვაჟა-ფშაველას I კვარტალში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ამავე რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესთან ერთად, ვაჟა-ფშაველას I კვარტალში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, თბილისის ყველა უბანში შექმნილია სარეკრეაციო სივრცეები, სადაც სხვადასხვა ასაკის მოქალაქეებსა თუ მოზარდებს, მშვიდ გარემოში აქტიური დასვენება, განტვირთვა და გართობა შეუძლიათ.

„დასასვენებელი სივრცეების მოწყობა და არსებულის რეაბილიტაცია ჩვენი ერთ-პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, რამდენიმე თვის წინ, ვაჟა-ფშაველას I კვარტალში მდებარე ირაკლი ციციშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. დღეს კი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გავეცანით. შეხვდით ადგილობრივ მოსახლეობას და მათი წინადადებები და მოსაზრებები მოვისმინეთ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, თითქმის 2 ჰექტარ ფართობზე კეთილმოწყობილი სარეკრეაციო სივრცე გათვლილი იქნება სხვადასხვა ასაკისა და საჭიროების ადამიანებისთვის. მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციით კი, მთელი თბილისის მასშტაბით, რეკრეაციული პროექტების განხორციელება კვლავ გაგრძელდება.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში