სამართალშემოქმედებითი პროცესი იუსტიციის სამინისტროში ინოვაციური ციფრული პლატფორმის გამოყენებით წარიმართება

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტი „სამართლის ინოვაციური ტექნოლოგიები“ დასრულდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ციფრული ხელსაწყო (digital tool), რომელიც სამართალშემოქმედების პროცესის ავტომატიზაციას ითვალისწინებს, უკვე გამართულად ფუნქციონირებს.

სამუშაო პროცესში ციფრული პლატფორმის გამოყენებისათვის რამდენიმეეტაპიანი გადამზადება სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის თანამშრომლებმაც გაიარეს. შესაბამისი სერტიფიკატები მათ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა და პროექტის ავტორებმა გადასცეს.

„ლიგალტექის პროგრამა „Logos“-ის გამოყენებით სამართლებრივი აქტების პროექტების შექმნა სამართალშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესს ამარტივებს და ტექსტის სქემატურ გამოსახულებად, აგრეთვე, ნორმათა ციფრულ ვიზუალიზაციას გარდაქმნას შესაძლებელს ხდის. აღსანიშნავია, რომ მსგავს პროგრამას სამართალშემოქმედებით საქმიანობაში გერმანიის იუსტიციის ფედერალური სამინისტრო იყენებს.

პროექტის ავტორები არიან შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხუბუა და ბტუ-ს სამართლის ტექნოლოგიების ასოცირებულ პროფესორი, სამართლის ინჟინერი ლადო სირდაძე. პროგრამის განხორციელებაში ჩართული იყო ვიადრინას უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, ვენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი შტეფან ბრაიდენბახი.

იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა