იუსტიციის მინისტრი - ნებისმიერი საკითხი და სიტყვა იმის შესახებ, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილთან ვინმეს არ უშვებენ, წმინდა წყლის ტყუილია

ნებისმიერი საკითხი და სიტყვა იმის შესახებ, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილთან ვინმეს არ უშვებენ, წმინდა წყლის ტყუილია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან ექიმების დაშვების თაობაზე ოჯახს დღემდე არ წარმოუდგენია შესაბამისი ფორმით დაწერილი განცხადება.

„რაც შეეხება პოლონელ ექიმებს, გასული წლის 29 ნოემბერს გავაკეთე განცხადება და მიხეილ სააკაშვილს შევთავაზეთ, რომ ჩამოეყვანათ მისთვის სასურველი ნებისმიერ უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. მათ ამ უფლებით არ უსარგებლიათ.

შემდგომში მოგვმართეს ისეთი განცხადებით, რომელიც არ იყო შესაბამისი ფორმით დაწერილი. იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან შევიდეს პოლონელი თუ სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ექიმი, მას ჩვენგან ნებართვა სჭირდება.

იმისთვის, რომ ჩვენ გავცეთ ნებართვა, როდესაც მსჯავრდებული უშუალოდ მოგვმართავს მასთან შევიდეს ესა თუ ის ექიმი და მონაწილეობა მიიღოს მის მკურნალობაში, დადასტურებული უნდა იყოს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ექიმია და შესაბამისი ლიცენზია სჭირდება. ჩვენ ამის შესახებ მრავალი თვეა ვეუბნებით, რომ წარმოადგინონ. წერილობითაც მივმართეთ გიული ალასანიას, ჩვენი წარმომადგენელი ტელეფონით ესაუბრა, ორჯერ იყო ეს კომუნიკაცია, მაგრამ დღემდე არ წარმოუდგენიათ შესაბამისი ფორმით განცხადება. ჩვენ ვთქვით, რომ როდესაც წარმოადგენენ ჩვენ დაჩქარებულ რეჟიმში განვიხილავთ განცხადებას. მათ არ მოუთხოვიათ შესაბამისი ფორმით, შესაბამისად ნებისმიერი საკითხი და სიტყვა იმის შესახებ, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილთან ვინმეს არ უშვებენ, წმინდა წყლის ტყუილია ისევე, როგორც მთელი მიმდინარე კამპანია“,- აღნიშნა მინისტრმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში