„ევექსი ჰოსპიტლებმა“ 3 000 ექთნისთვის პროფესიული დღე საზეიმოდ აღნიშნა

„ევექსი ჰოსპიტლებმა“ ექთნების საერთაშორისო დღე მასშტაბურად აღნიშნა და ქსელში დასაქმებულ 3 000-მდე ექთანს პროფესიული დღე საზეიმო ვითარებაში კიდევ ერთხელ მიულოცა.

როგორც „ევექსი ჰოსპიტლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯანდაცვის სექტორის უმნიშვნელოვანესი რგოლის დაფასებისა და აღიარების მიზნით, კომპანია უკვე მეექვსე წელია, სხვადასხვა სახის ღონისძიებას ახორციელებს. სპეციალურად ქსელში დასაქმებული ექთნებისთვის, ყოველი წლის 12 მაისს საზეიმო საღამო იმართება.

„ევექსი ჰოსპიტლები“ არის პირველი სამედიცინო კომპანია ქვეყანაში, რომელმაც პროფესიული განათლების კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყო. ხორციელდება უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, რაც ქსელში დასაქმებული ექთნების გადამზადებას ითვალისწინებს და მათთვის კარიერული ზრდის შესაძლებლობას ქმნის. დღემდე ბაზისურ საექთნო სწავლებაში 12 000-ზე მეტი კაც-ტრენინგია ჩატარებული და სრულად ფინანსდება სამედიცინო ქსელის მხრიდან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ისიც, რომ ექთნებისთვის უნიკალური ქართულენოვანი პროფესიული ლიტერატურა შეიქმნა, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

გარდა ამისა, წელს სრულიად ახალი სასწავლო პროგრამა დაიწყო ექთნების პროფესიული განათლების კუთხით, რომელიც მენეჯერული რგოლის ექთნების სასერტიფიკატო პროგრამას და ქსელში დასაქმებული ყველა ექთნის ეტაპობრივ გადამზადებას მოიცავს. ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, ემსახურება ჯანდაცვის სექტორის უწყვეტ გაძლიერებას ქვეყანაში.

სწორედ „უწყვეტი განათლება“ და „მუდმივი განვითარება“ იყო ის ნომინაციები, რომელში გამარჯვებულებიც საექთნო ტესტირებებში საუკეთესო შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ. „ლისი ივენთ ჰოლში“ გამართულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ასევე ექთნები „პაციენტებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის“ გამარჯვებულები პაციენტების კმაყოფილების კვლევის საფუძველზე გამოვლინდნენ.

მასშტაბური საზეიმო ღონისძიება წელს მუსიკალურად გააფორმეს ლიზა ბაგრატიონმა, ნატო მეტონიძემ და ეკა დოლიძემ ბენდთან ერთად. შეირჩა განსაკუთრებული რეპერტუარი და შესრულდა სასიამოვნო მუსიკალური კომპოზიციები. ღონისძიებას ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს