გია ცაგარეიშვილი - ახლა, სავარაუდოდ, „კლანის“ ძებნას სტრასბურგის სასამართლოში დაიწყებენ - უამრავ ინსინუაციას შეთხზავენ, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება საქმეებს იქაც „აგვარებს“

ახლა, სავარაუდოდ, „კლანის" ძებნას სტრასბურგის სასამართლოში დაიწყებენ - უამრავ ინსინუაციას შეთხზავენ, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება საქმეებს იქაც „აგვარებს", - აღნიშნული განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა გააკეთა.

ცაგარეიშვილის თქმით, სააკაშვილის დაცვის მხარე სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას "წელავდა", რადგან სარჩელი წაგებისთვის იყო განწირული.

„ყველა სპეკულაციას წერტილი უნდა დაესვას - დადგენილია უტყუარი ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილს არავინ აწამებს, არავინ მის უფლებებს არ ლახავს და არავინ ერჩის. მას ერჩის მხოლოდ ქართული მართლმსაჯულება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. გამომდინარე აქედან, ის სასჯელის მოიხდის. სტრასბურგის სასამართლომ გააზრებული გადაწყვეტილება მიიღო - არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ და არც ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი არ იქნება. ამით ყველაფერი უნდა დასრულდეს. თუ ამას გაიგებს "ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს და მის ჯანმრთელობას წაადგება. მან თვითდაზიანების მიყენებას თავი უნდა დაანებოს, ციხის შინაგანაწესს და პატიმრობის მოხდის პირობებს დაემორჩილოს და მოიხადოს სასჯელი, რომელიც მას სამართლიანმა სასამართლომ შეუფარდა", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე.

მისივე თქმით, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო