რატი ბრეგაძე - სახელმწიფოს მოქმედება ყველა ეტაპზე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით სახელმწიფოს მოქმედება ყველა ეტაპზე იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.

აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრი განცხადებას „ფეისბუქზე“ აქვეყნებს.

„დღევანდელი საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც ურყევად დგას ადამიანის ღირსების და მისგან მომდინარე ადამიანის უფლებების სადარაჯოზე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ სააკაშვილის მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ.

სახელმწიფოს მოქმედება ყველა ეტაპზე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.

ჩვენ ვზრუნავთ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ თვითდაზიანება არ არის გამოსავალი და მოვუწოდებთ მსჯავრდებულს, დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს“, - წერს რატი ბრეგაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს