ზურაბ აზარაშვილი - წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია და ფარმაცევტული მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისკენ არის მიმართული

გასული წლის იანვრიდან, აქტიური ქმედებები დავიწყეთ ფარმაცევტული ბაზრის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების ხარისხისა და ფასების კონტროლის კუთხით. წამლის ხარისხის კონტროლის სახელმწიფო ლაბორატორია და ფარმაცევტული მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ხარისხიან მედიკამენტებზე კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო სულად აკონტროლებდეს ფარმაცევტულ ბაზარს ამ მიზნებისთვის, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ქვეყანას არ ჰქონდა წამლის ხარისხის კონტროლის სახელმწიფო ლაბორატორია და აღნიშნული მიზნებისთვის, უწყება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, სხვადასხვა კერძო ლაბორატორიებს, მათ შორის საზღვარგარეთაც მიმართავდა.

„ჩვენ უკვე ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეს ამ პროცესის ორგანიზება შეგვიძლია ჩვენს სახელმწიფო ლაბორატორიაში, აქ 30-მდე სხვადასხვა პარამეტრით მოხდება წამლის ხარისხის შემოწმება. ვფიქრობ, რომ GMP და GDP სტანდარტთან ერთად, რაც მედიკამენტების ქვეყანაში რეალიზაციისთვის, 2022 წლის იანვრიდან სავალდებულოა, ეს არის ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი რგოლი, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს