ნატალი საბანაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაზე - ეს არის მეორადი სანქციების კუთხით გაფრთხილება, რეალურად გზავნილია, რომ ვიყოთ ფხიზლად

ეს არის მეორადი სანქციების კუთხით გაფრთხილება, ანუ რეალურად გზავნილია, რომ ვიყოთ ფხიზლად, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა და საერთაშორისო საკითხებში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მრჩეველმა, ნატალი საბანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, სადაც ნათქვამია, რომ თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ.

ნატალი საბანაძის განცხადებით, ნათელია, რომ საქართველოს პარტნიორები რუსეთთან საჰაერო ფრენების აღდგენას არ მიესალმებიან.

„გაფრთხილება იყო საჰაერო ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ამაზე საუბარია კარგა ხანია. ეს არ არის ის, რასაც ჩვენი პარტნიორები მიესალმებიან. ეს ნათელია და ვიცით, ამაზე საუბარი იყო შეხვედრების დროს და ასევე პირდაპირ.

რაც შეეხება გაფრთხილებას, რომ შეიძლება ქართული კომპანიებიც აღმოჩნდნენ სანქცირების ქვეშ თუკი ისინი მოემსახურებიან იმ ავიახაზებს, რომლებიც არიან დასანქცირებულთა სიაში, ეს არის ე.წ. მეორადი სანქციების რეჟიმი, რომელიც აშშ-ს აქვს, ბრიუსელს არ აქვს ასეთი რეჟიმი. ეს ეხება არა ზოგადად ქვეყნებს, არამედ კონკრეტულ კომპანიებს, კერძო პირებს, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ არაპირდაპირ იმაში, რომ ხელი შეუწყონ სანქციების რეჟიმის დარღვევას. ასეთი შემთხვევა უკვე არსებობს, მაგალითად თურქეთის რამდენიმე კომპანია დასანქცირდა“, - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

ნატალი საბანაძის განმარტებით, თუ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იქნება სანქციების გვერდის ავლის გზად, ევროკავშირი უფრო მკაცრად დააყენებს საკითხს სანქციების რეჟიმის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

„თუ აღმოაჩნდა, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენება იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმი დაირღვეს, ამ შემთხვევაში ევროკავშირი უფრო მკაცრად დააყენებს საკითხს და მოითხოვს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სრულ თანამშრომლობას და სანქციების რეჟიმის მხარდაჭერას“, - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს