ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტუროპერატორებთან  ერთად ანსამბლ „ერისიონის“ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „ერისიონი“ წარმომადგენლებს შეხვდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაია ომიაძე და ტუროპერატორები „ერისიონის“ განახლებულ პროგრამას გაეცნენ.

მათი ცნობით, ტუროპერატორებმა ანსამბლთან თანამშრომლობის, ტურის დაგეგმვისას ტურისტებისათვის კონცერტების შეთავაზების საკითხები განიხილეს.

საქართველოს კულტურული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ტუროპერატორები მოგზაურებს ფოლკლორულ ტურებს შესთავაზებენ.

„ქართული ცეკვა და სიმღერა ნამდვილად არის ის განსაკუთრებული საგანძური რომელიც მსოფლიოში გამოგვარჩევს და ყველას აღფრთოვანებას იწვევს, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გვენახა ახალი შოუ, რომელსაც ერისიონი წარადგენს ფართო საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

„ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი შერმანდი ჭკუასელის განცხადებით კი, სტუმრებმა „ერისიონის“ სრული პროგრამა იხილეს.

„ჩვენმა სტუმრებმა „ერისიონის“ სრული პროგრამა იხილეს, რომელსაც მალე მაყურებლის წინაშე წარვადგენთ. ეს პროგრამა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს მოიცავს. ნაჩვენები იყო საუკეთესო ნიმუშები, როგორც ქორეოგრაფიულ ნაწილში, ასევე გუნდის რეპერტუარში, ასევე საფერხულო ნომერი, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათია“, - აცხადებს „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი შერმანდი ჭკუასელი.

ჩინეთიდან მოგზაური - რეი მინგმინი კი წარმოდგენას დადებითად აფასებს.

„ძალიან მომეწონა წარმოდგენა, შესანიშნავი შოუ იყო, საცეკვაო ილეთები განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო, მთელ მსოფლიოში ყველას ვუწევ რეკომენდაციას ქართული ცეკვები იხილონ“, - ამბობს მოგზაური ჩინეთიდან - რეი მინგმინი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო