CNN - რუსეთმა უკრაინაში ამერიკული „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემის განადგურება სცადა

რუსეთმა, გასულ კვირას, უკრაინაში ამერიკული „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის ჰიპერბგერითი რაკეტით განადგურება სცადა, - ინფორმაციას CNN-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმა უშედეგო აღმოჩნდა - უკრაინელმა სამხედროებმა რაკეტა „პატრიოტის“ სისტემის გამოყენებით მოიგერიეს.

CNN-ის ერთ-ერთი წყარო ხაზს უსვამს, რომ უკრაინელმა საჰაერო დამცველებმა რუსული რაკეტის მოსაგერიებლად „პატრიოტიდან“ სხვადასხვა კუთხით მრავალი რაკეტა გაისროლეს, რაც აჩვენებს, რომ ისინი სწრაფად დაეუფლნენ ამ მძლავრი სარაკეტო სისტემის გამოყენებას.

შეგახსენებთ, პენტაგონის პრესმდივანი გენერალმა პატრიკ რაიდერმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ უკრაინელებმა „პატრიოტის“ სისტემის გამოყენებით რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“ ჩამოაგდეს.

ცნობისთვის, უკრაინას, საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, სულ მცირე ორი „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემა აქვს მიღებული - ერთი შეერთებული შტატებიდან და ერთი გერმანიიდან.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს