რუსებმა ხმელნიცკის ოლქს დაარტყეს, დაშავებულია 5 ადამიანი

დღეს, საჰაერო განგაშის დროს, რუსულმა ძალებმა ხმელნიცკის ოლქს დრონების გამოყენებით დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხმელნიცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხმელნიცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, სერგეი ტიურინის განცხადებით, თავდასხმის შედეგად მინიმუმ 5 ადამიანი დაშავდა.

„სამწუხაროდ, გვაქვს დარტყმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ობიექტი მდებარეობს დასახლებების გარეთ. მოსახლეობას და საცხოვრებელ კორპუსებს პირდაპირი საფრთხე არ დამუქრებიათ, მაგრამ აფეთქების ტალღის შედეგად დაზიანდა ფანჯრები და კარები. ვრცელდება ინფორმაცია 5 დაშავებულის შესახებ“, - განაცხადა სერგეი ტიურინმა.

ცნობისთვის, დღეს დილით ოლქის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხმელნიცკში აფეთქებების ხმები ისმოდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025