ოკუპირებულ ლუგანსკსა და ქალაქ მარიუპოლში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ლუგანსკში ორ დღეში მეორე აფეთქება მოხდა.

მათივე ინფორმაციით, ოლქის იუბილეინის დასახლების თავზე შავი კვამლი ამოდის. აფეთქების შედეგად, რამდენიმე სახლი დაზიანდა. დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში ძლიერი აფეთქებების შესახებ.

ქალაქის მერის მრჩევლის, პეტრ ანდრიუშენკოს განცხადებით, ქალაქში ორი აფეთქების ხმა გაისმა.

„აფეთქებების ხმა მთელ ქალაქში გაისმა. ამჯერად ეპიცენტრი აზოვსტალის მხარესაა“, - დაწერა მერის მრჩეველმა „ტელეგრამ“ არხზე.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს