გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 2.7 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი გამოაცხადა

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი, 2.7 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი გამოაცხადა.

მედიის ინფორმაციით, დახმარების პაკეტში შედის 18 ჰაუბიცა, საარტილერიო საბრძოლო მასალა, მართვადი რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, IRIS-T SLM ტიპის 4 საზენიტო სარაკეტო სისტემა და IRIS-T SLS ტიპის 12 საჰაერო თავდაცვის სისტემა.

სამხედრო დახმარების პაკეტში ასევე შედის 30 ერთეული Leopard 1A5 ტიპის საბრძოლო ტანკი, 20 Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა და 200-ზე მეტი სადაზვერვო დრონი.

„ამ სასწრაფოდ საჭირო საბრძოლო მასალის მიწოდებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ გერმანია სერიოზულად ეკიდება უკრაინის მიმართ მხარს მის მხარდაჭერას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.

მისი თქმით, ყველას სურს, სწრაფად დასრულდეს რუსეთის საშინელი და უკანონო ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

„ამიტომ, გერმანია გაუწევს ნებისმიერ შესაძლო დახმარებას იმდენად, რამდენადაც საჭირო იქნება", - დასძინა პისტორიუსმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში