Bloomberg - რეჯეფ თაიფ ერდოღანი არჩევნებში წაგების შემთხვევაში ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის პირობას დებს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირობას დებს, რომ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგებს აღიარებს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა მისი კონკურენტის კრიტიკას იმის თაობაზე, რომ მთავრობის წევრებს შესაძლოა არ სურდეთ ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა.

„მმართველი პარტია და მისი მოკავშირეები კენჭისყრის ნებისმიერ შედეგს ლეგიტიმურად ჩათვლიან და გააკეთებენ იმას, რასაც დემოკრატია მოითხოვს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის მთავარი კონკურენტის, პრეზიდენტობის კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს განცხადებით, პრეზიდენტმა და მისმა მოკავშირეებმა გამოავლინეს ნიშნები, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა