საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციამ“ რექტორის, დავით გურგენიძის ინიციატივით, ძეგვის თავშესაფარში საქველმოქმედო ღონისძიება გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ნაზი კუციავა და ასოციაციის წევრები ძეგვში მდებარე, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს ესტუმრნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქველმოქმედო ღონისძიების ინიციატორის და მხარდამჭერის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის სახელით, „ქალთა ასოციაციამ“ თავშესაფარში მცხოვრებ ოჯახებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.

პროფესორ ნაზი კუციავას განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტი ტრადიციას აგრძელებს და ამჯერად, საქველმოქმედო აქცია ძეგვში მდებარე, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფრისთვის გაიმართა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მხარდაჭერით, სტუ-ის „ქალთა ასოციაციამ“ ძეგვის თავშესაფარში მცხოვრებ 80 ადამიანს, მათ შორის 21 ბავშვს, ერთი ლამაზი დღე აჩუქა. ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ამ ადამიანებისადმი დამოკიდებულებას. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის, „ქალთა ასოციაციის“ მიერ ჩატარებული პირველი საქველმოქმედო ღონისძიება. სტუ-ის რექტორის და ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩვენ დავნერგეთ ერთგვარი ტრადიცია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა დროს აქციებს ვმართავთ დევნილებისთვის, ხანდაზმულებისა და ლტოლვილებისთვის. ცოტა ხნის წინ, რექტორის ინიციატივით საქველმოქმედო აქცია ჩავატარეთ „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში“, ამჯერად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გადაწყვიტა ძეგვში მცხოვრებთათვის გვეჩუქებინა ბედნიერი წუთები. სასიხარულოა, რომ მობინადრეები დიდი სიხარულით შეგვხვდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მისია წარმატებით შესრულდა“, - განაცხადა ნაზი კუციავამ.

ძეგვში მდებარე, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს დირექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციას“ და სტუ-ის რექტორს გამოჩენილი ყურადღებისათვის.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და „ქალთა ასოციაციას“ ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის. ჩვენთან 21 ბავშვი ცხოვრობს, რომელთაგან 10 სასკოლო ასაკისაა, სხვები ჩვილები და საბაღე ასაკისა. სასიხარულოს, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სასაჩუქრე პაკეტები ასაკის გათვალისწინებით შეარჩია და არცერთი ბავშვი, მშობლები და ხანდაზმული გულდაწყვეტილი არ დატოვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია „ქალთა ასოციაციის“ სტუმრობა. თავშესაფარს ყოველთვის სჭირდება დახმარება, ეს იქნება საკვები პროდუქტი თუ სამოსი, ძალიან მადლიერები ვართ. დიდი მადლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შემოწირულებისთვის“, - განაცხადა ნანა გოგოჭურმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში