ბანგლადეშში ციკლონ „მოკოს“ მოახლოების გამო ნახევარი მილიონი ადამიანის ევაკუაცია დაიწყო

ბანგლადეშში ციკლონ „მოკოს“ მოახლოების გამო ნახევარი მილიონი ადამიანის ევაკუაცია დაიწყო

ბანგლადეშში ციკლონ „მოკოს“ მოახლოების გამო ნახევარი მილიონი ადამიანის ევაკუაცია დაიწყო.

ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, „მოკო“ ბანგლადეშის ქალაქ კოქს-ბაზარიდან 1000 კილომეტრის მოშორებითაა. მეტეოროლოგების პროგნოზით, „მოკო“ ბანგლადეშის სანაპიროს 14 მაისს მიუახლოვდება, მისმა სიჩქარემ კი შესაძლოა, 170 კმ/სთ შეადგინოს.

მედიის ცნობით, სტიქიური უბედურება განსაკუთრებით ძლიერ ქვეყნის იმ ნაწილში იქნება, სადაც მილიონზე მეტი ლტოლვილი როჰინჯა მუსლიმი ცხოვრობს.