ჯანდაცვის მინისტრი „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში ექიმებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებების ექიმებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სფეროში მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელა და სექტორის განვითარებისთვის მათი რეკომენდაციები მოისმინა.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელს და ამ მიმართულებით, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, დაგროვილ გამოცდილებას. განიხილეს რეანიმაციული მომსახურების განახლებული სტანდარტის მოთხოვნებიც, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დამტკიცდა. იმსჯელეს 2025 წლიდან, სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხებზეც.

„მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, ასევე განიხილეს პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები. საუბარი შეეხო, ექიმების კვალიფიკაციისა და განათლების საკითხებსაც. ასევე, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გატარებულ რეფორმებსაც.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ “მრჩეველთა საბჭო” ყოველთვიურად შეიკრიბება, სექტორში არსებულ გამოწვევებს განიხილავს და სამედიცინო სფეროს განვითარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში