ნინო ზამბახიძე G100-ის ფარგლებში, ქალთა ეკონომიკურ ფორუმზე, ქალთა გაძლიერებასა და აგროტურიზმის პერსპექტივებზე ისაუბრებს

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, G100 ქალთა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც იტალიაში, ქალაქ რომში გაიმართება, სიტყვით გამოვა, სადაც აგროტურიზმისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქალთა ეკონომიკურ ფორუმზე, გამოსვლა დაეთმობა აგროტურიზმისა და აგრიტეკის საკითხებს, რომელიც G100-ის ფორმატის ფარგლებში, შემოდგომაზე, ქალაქ რომში გაიმართება.

მათივე ცნობით, ნინო ზამბახიძე საქართველოდან პირველი ქალია, რომელიც 2021 წელს არჩეულ იქნა G100-ის ფერმერობის, აგროტურიზმის და აგროტეკის მიმართულების გლობალურ თავმჯომარედ.

„G100 არის გლობალური ქალი ლიდერების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 100 გამორჩეულ და გავლენიან ქალს, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატებს, სახელმწიფოს ყოფილ მეთაურებს, მინისტრებს, ფილანტროპებს, ინვესტორებს, მეწარმეებს, კორპორაციულ და საზოგადოების ლიდერებს. G100 არის ის წრე, რომელშიც წარმოდგენილია 100 საუკეთესო ლიდერი, მსოფლიო მასშტაბით, 100 სხვადასხვა სექტორიდან. მისი თითოეული წევრი არის გლობალური თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს კონკრეტული სექტორის ფრთას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს