მართლმადიდებლები თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს ულოცავს. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ მილოცვაშია აღნიშნული.

„დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ოქროს ხანის წარმატებული მმართველის, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა. დიდი მეფის ხსენების დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა იმართება. თამარის ეპოქის საქართველო კავკასიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, თავად თამარ მეფე კი ჭეშმარიტად სახალხო სიყვარულით სარგებლობდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს ულოცავს“,-აღნიშნულია მილოცვაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?