ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში - ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და მშვიდობას დავაბრუნებთ ევროპაში

ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში - ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და მშვიდობას დავაბრუნებთ ევროპაში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და მშვიდობას დავაბრუნებთ ევროპაში”, - დაწერა ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სტუმრის წიგნში.

შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ხვდება.