ვოლოდიმირ ზელენსკი - გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან არსებული ვითარება და გერმანიასა და უკრაინას შორის ინტენსიური თანამშრომლობა განიხილა. ამის შესახებ ზელენსკიმ “ტელეგრამის” საკუთარ არხზე დაწერა.

“გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის ლიდერმა გერმანიას, რუსეთის აგრესიის პირობებში, დიდი სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, გერმანიაში ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ვიზიტია მის ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში
კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს - გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!
GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე – კომპანიამ საქართველო CPHI 2024-ზე წარმატებით წარადგინა