ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა კონტრშეტევას ამზადებს ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად და არა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა კონტრშეტევას ამზადებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად და არა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ დღეს, ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ოფიციალური მოსკოვის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რუსეთის პასუხისმგებლობის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ უკრაინას არა მხოლოდ ჰუმანიტარული გზებით ვუჭერთ მხარს, არამედ პოლიტიკურად, ფინანსურად და მას იარაღს ვაწვდით“, - განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, “რუსული ტერორის პირისპირ, ჩვენ ვუახლოვდებით ერთმანეთს“.

როგორც მედია წერს, ზელენსკი შოლცთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით ქალაქ აახენში გაემგზავრება, სადაც მას კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიას გადასცემენ.

ცნობისთვის, უკრაინის ლიდერი უკვე შეხვდა გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკის თავის კანცელარიასთან, სრული სამხედრო პატივით დახვდა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს