ხერსონში რუსული ძალების მიერ დატოვებული ჭურვის აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ხერსონის რეგიონში, სოფელ მიროლიუბივკაში რუსეთის არმიის მიერ დატოვებული აუფეთქებელი ჭურვის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა “ტელეგრამის” საკუთარ არხზე განაცხადა.

„ხერსონის რეგიონში, რუსული არმიის მიერ დატოვებული ასაფეთქებელი ნივთიერებებით ხუთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე დასრულდა”, - აღნიშნა ერმაკმა.

ერმაკის თქმით, ტრაგედია სოფელ მიროლიუბივკაში მდებარე ერთ-ერთ სოფლის მეურნეობის საწარმოში მოხდა.

როგორც ერმაკმა აღნიშნა, ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 27 წლის იყო, ყველაზე უფროსი კი 68-ის.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს