ნიკა მელია - თაკო ჩარკვიანი ბოლო ერთი წელიწადია გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად

თაკო ჩარკვიანი ბოლო ერთი წელიწადია გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

ნიკა მელიას თქმით, მას „ჩრდილის და წარსულის“ ხმა მოაქვს.

“ადამიანი, რომელიც არის პარლამენტში და არავის წარმოადგენს გარდა კონკრეტული ადამიანების რუპორისა და ჩვენამდე მოაქვს ხმა ჩრდილისა და წარსულის სიღრმიდან.

თაკო ჩარკვიანი, რომელზეც არასდროს დავწერდი სტატუსს, საკუთარ თავს მაინც რომ წარმოადგენდეს პოლიტიკურ თუ საჯარო სივრცეში. ის ბოლო 1 წელიწადია გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად ტელევიზიებში და ერთ-ერთი "დამოუკიდებელი" არხის "ექსკლუზიური" ინფორმაციის წყაროდ... "ექსკლუზიურად" თითო სიუჟეტში ორჯერ მოხვედრის უფლებით...

პოლიტიკა საჯარო საქმეა, პასუხისმგებლობა სიმართლე და ღირსება აქ ბრძოლის მთავარი იარაღია....თანმიმდევრულობა კი მიზნის მიღწევისკენ მიმავალი სწორი მაგრამ რთული გზა...

მხოლოდ სწორი ადამიანების მართალი ბრძოლით აუცილებლად დამარცხდება ოლიგარქი და ყველა ჩრდილოვანი მმართველი, მათი "რუპორეპისათვის" კი პოლიტიკურ სივრცეში არც ადგილი დარჩება და არც დეპუტატის მანდატი“, - წერს მელია „ფეისბუქზე“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს