მამუკა მდინარაძე - ძალიან დიდი მადლობა პარტიის ქალთა ორგანიზაციას იმ შთამბეჭდავი პრეზენტაციისთვის, რომელიც ეფუძნებოდა ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ ძალიან მასშტაბურ სამუშაოებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარტიის ქალთა ორგანიზაციის ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც დადებითად შეაფასა ორგანიზაციის საქმიანობა.

მდინარაძემ მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის თითოეულ წევრს გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ მათ მოახერხეს, დინამიკა ეჩვენებინათ ქვეყნისთვის.

„ქალთა ორგანიზაციას, მის ხელმძღვანელს და თითოეულ წევრს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ შთამბეჭდავი პრეზენტაციისთვის, რომელიც ეფუძნებოდა ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ ძალიან მასშტაბურ სამუშაოებს. ამ ქვეყანაში ბევრი გვინახავს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება და შემდეგ გაგრძელება ამას არ მოჰყოლია. საბედნიეროდ „ქართულმა ოცნებამ“ და იმ ქალებმა, რომლებიც ჩვენი პარტიის წევრები, ქალთა ორგანიზაციის წევრები არიან მოახერხეს დინამიკა და ე.წ. „დრაივი“ ეჩვენებინათ მთელი ქვეყნისთვის და დღეს იყო ამის შემაჯამებელი ერთგვარი ღონისძიება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ წევრს ამისთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს