თუ ერს მეორე ტური სურს, მაშინ ჩვენ მას მივესალმებით. ჩვენი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ამ ქვეყანაში დემოკრატიას მოვიტანთ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა.
მისი თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა პარტიამ, “სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ”, ვერ მიაღწიეს იმ შედეგს, რასაც ელოდნენ:
„ერდოღანმა ხალხისგან ნდობის ხმა ვერ მიიღო. საზოგადოებაში ცვლილების სურვილი 50%-ზე მეტია“, - აღნიშნა ქემალ ქილიჩდაროღლუმ.
შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით, თურქეთში გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს, თუმცა მას ამომრჩევლების ხმების 50%-ზე ნაკლები აქვს მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, ორ კვირაში, არჩევნების მეორე ტირი ჩატარდება.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"