საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს გადასცემს. ქვეყანა ასევე ფოკუსირებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერაზე, - ამის შესახებ უკრაინისა და საფრანგეთის ერთობლივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

„უახლოეს კვირებში, საფრანგეთი მოამზადებს და აღჭურავს რამდენიმე ბატალიონს ათობით ჯავშანტექნიკით და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC. გარდა ამისა, საფრანგეთი ასევე ფოკუსირებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერაზე, რათა თავისი მოსახლეობა რუსული თავდასხმებისგან დაიცვას. ეროვნული წვლილის გარდა, საფრანგეთის რესპუბლიკა აქტიურად არის ჩართული ევროკავშირისა და ნატოს ღონისძიებებში, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის სამხედრო დახმარებას და უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებას“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

დოკუმენტის თანახმად, სამხედრო დახმარების გარდა, საფრანგეთი უკრაინას სამოქალაქო დახმარებასაც უწევს, მათ შორის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და გადაუდებელ მხარდაჭერას.

„კერძოდ, საფრანგეთმა უკრაინას გაუგზავნა დნმ-ის ორი მობილური ლაბორატორია, რათა გააძლიეროს უკრაინის შესაძლებლობები, გამოიძიოს ომის დანაშაულები. ეს დახმარება გაგრძელდება“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში გუშინ ჩავიდა.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია