წინასწარი შედეგების თანახმად, ტაილანდში გუშინ გამართულ საყოველთაო არჩევნებში ოპოზიციური პარტიები მნიშვნელოვნად ლიდერობენ.
CNN-ის ინფორმაციით, ხმების 98%-ზე მეტი დათვლის შედეგად სავარაუდოა, რომ “წინსვლის პარტია”, ქვეყნის პარლამენტის 500-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში, 149 მანდატს მოიპოვებს, მეორე ადგილზე კი პარტია “ფეუ ტაი” იქნება 138 მანდატით, 71 ადგილს მოიპოვებს პარტია “ბუმჯაი ტაი”.
ამ შედეგებით, აღნიშნული ოპოზიციური პარტიები მნიშვნელოვნად უსწრებენ მოქმედი პრემიერ-მინისტრისა და 2014 წლის გადატრიალების ლიდერის, პრაიუთ ჩან-ოჩას პარტიას, “ტაილანდის ერთიანი ერი”, რომელსაც, სავარაუდოდ, 35 მანდატი ექნება.
ტაილანდში არჩევნები მეორედ ჩატარდა 2014 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, როდესაც პრემიერ-მინისტრ იინგლაკ ჩინავატის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დაამხეს და პრაიუთ ჩან-ოჩამ თავი პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"