საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 მაისს, საქართველოს ფოსტასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობას ისახავს მიზნად.
მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ერთი წელი გაგრძელდება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნების თემატურად შერჩევას, ხოლო საქართველოს ფოსტა შეძენასა და მიწოდებას უზრუნველყოფენ.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფოსტა სხვადასხვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელ აქტივობებში აქტიურად არის ჩართული.
მემორანდუმს ხელი საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.