საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 491.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, ეს მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 21.9%-ით მეტია.
„2023 წლის იანვარ აპრილის მონაცემიდან 1 960.0 მლნ. აშშ დოლარი ექსპორტის წილი იყო (გაიზარდა 23.5%-ით) ხოლო იმპორტის წილი 4 531.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა (გაიზარდა 21.2%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-აპრილში 2 571.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.