„ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევნები 20-21 მაისს გაიმართება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლანა ღვინჯილიას განცხადებით, პარტიაში ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულებულია.

მისივე თქმით, ხუთ საარჩევნო ოლქში გასამართ, რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევაში მონაწილეობის სურვილი 9543 პირმა გამოთქვა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ორგანიზაციების სტრუქტურების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობის სრულად ფორმირებისთვის გასამართ პარტიის რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულებულია.

წალენჯიხის, წყალტუბოს, ქუთაისის, მარნეულისა და ახალქალაქის საარჩევნო ოლქებში, სადაც არჩევნები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებში გაიმართება, ამომრჩეველთა რეგისტრაცია, როგორც ელექტრონული, ისე არაელექტრონული ფორმით მიმდინარეობდა.

საბოლოო მონაცემებით, ზემოხსენებულ ხუთ საარჩევნო ოლქში გასამართ, რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევნების კენჭისყრაში, ამომრჩევლად მონაწილეობის სურვილი 9543 პირმა გამოთქვა.

უნდა აღინიშნოს, რომ იმ რეგიონებში, სადაც კონკურენცია შეიქმნა და კენჭისყრა ტარდება, პარტიის ამომრჩეველთა აქტივობა ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად, რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ კენჭისყრაში, რაც პარტიის მხარდამჭერთა დემოკრატიული პროცესებისადმი გაზრდილ ნდობაზე მიუთითებს“, - განაცხადა ლანა ღვინჯილიამ.

როგორც მან აღნიშნა, ამომრჩეველთა სიები საბოლოოდ საარჩევნო კომისიის მიერ 2023 წლის 14 მაისიდან 2023 წლის 17 მაისის ჩათვლით დაზუსტდება.

„აქვე გაგაცნობთ საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების ჩატარების თარიღების თაობაზე. კომისიამ გაითვალისწინა ამომრჩეველთა მაღალი ინტერესი და ასევე, კანდიდატების თხოვნა და არჩევნები არასამუშაო დღეებში გაიმართება. კერძოდ: წყალტუბო - 20 მაისი; ქუთაისი - 20 მაისი; ახალქალაქი - 20 მაისი; წალენჯიხა - 21 მაისი; მარნეული - 21 მაისი,“ - განაცხადა ლანა ღვინჯილიამ.

პაატა ზაქარეიშვილი - ჟენევის ფორმატი შეიქმნა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და მას არანაირი კავშირი არ აქვს სოხუმთან და ცხინვალთან, რადგან ლავროვი ამას სოხუმის ხელით აკეთებს, ეს უფრო არის პიარი, პროპაგანდა და დემაგოგია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2024
საქართველოს უნივერსიტეტმა 100 000-ლარიანი ფონდის გამარჯვებული პირველკურსელები გამოავლინა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ევროპაკონცერტი წინანდალში
საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდები ევროპროდუქტში