გივი მიქანაძე - ცესკოსთან დაკავშირებული ცვლილებები კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაშია, პრეზიდენტის მონაწილეობას განამტკიცებს და განაპირობებს - პირდაპირ პასუხობს 12-პუნქტიანი გეგმის მეორე პუნქტს

ცესკოსთან დაკავშირებული ცვლილებები კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაშია, პრეზიდენტის მონაწილეობას განამტკიცებს და განაპირობებს - პირდაპირ პასუხობს 12 - პუნქტიანი გეგმის მეორე პუნქტს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძე მიიჩნევს, რომ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე მიღებული კანონმდებლობა აბსურდული იყო და ცესკო სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებდა.

„ოპოზიციას სხვა არაფერი დარჩა, თუ არა ის, რომ გააკეთოს აბსურდული და უსაფუძვლო პოლიტიკური განცხადებები, თითქოსდა მმართველ გუნდს უნდა ცესკოს მიტაცება და ასეთ აბსურდში არიან გადართულნი. ვერ შემოდიან შინაარსობრივ კონტექსტში, რადგან ნახეს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი აბსოლუტურ თავსებადობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება საინიციატივო ჯგუფმა მივიღეთ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად პროცესები ჩიხშია შესული, რადგან ვხედავთ, რომ ის აბსურდული კანონმდებლობა, რომელიც აწ უკვე ანულირებული შეთანხმებით იყო ნაკარნახევი და შეთანხმების ფორმატში მოხდა მისი მიღება, რომლითაც 2/3- ით უნდა მომხდარიყო თავმჯდომარის არჩევა და თუკი ვერ აირჩეოდა 6 თვით მტკიცდებოდა, იძლეოდა ერთადერთის საშუალებას და ეს იყო ის, რომ გარკვეული პერიოდი ცესკოს ფუნქციონირება განეხორციელებინა, თუმცა, შეუძლებელი იყო ამ პერიოდში თუნდაც, მოკლევადიანი გეგმები დაესახა. რეალურად, საკმაო პერიოდი ვიცადეთ და ვნახეთ, რომ ის საქმიანობა, რომელიც საკონკურსო კომისიასთან და ზოგადად კანდიდატების შერჩევასთან არის დაკავშირებული, საკანონმდებლო აბსურდულობიდან გამომდინარე შესულია ჩიხში. ამიტომ შევთავაზეთ კანონპროექტი, რომელიც მაქსიმალურად ღიაობაზე და გამჭვირვალეობაზეა გათვლილი. ასევე პასუხობს პირდაპირ 12 პუნქტიანი გეგმის მეორე პუნქტს, სადაც წერია, რომ სახელმწიფომ შეუწყოს ხელი სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ საქმიანობას, სწორედ გამართულად ვერ ფუნქციონირებს ცესკო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ გასულ წელს პარლამენტმა დაამტკიცა საკმაოდ დიდი პაკეტი ცვლილებების, როგორც საარჩევნო კოდექსში ასევე პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში. მთავარი არჩევნების წინ დარჩა წელიწადნახევარი, ამიტომ მნიშვნელოვანია იყოს სრულფასოვნად ფუნქციონირებადი ცესკო. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი არსებული კანონმდებლობით ჩიხშია შესული, მივიღეთ გადაწყვეტილება წარმოგვედგინა ისეთი პროცესი, რომელიც კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაშია, პრეზიდენტის მონაწილეობას განამტკიცებს და განაპირობებს და არანაირი პრობლემა ამ კუთხით არ არის,"- განაცხადა მიქანაძემ.

პარლამენტი ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვას იწყებს. "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით, "საარჩევნო კოდექსსა" და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს, 15 მაისის სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი - თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით