განსხვავებით ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ფსევდო სასამართლოსგან, სტრასბურგის სასამართლო ყოველთვის ითხოვს მტკიცებულებებს - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ დაცვის მხარეს შეზღუდოდა მტკიცებულებების მოპოვება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქმის არსებითი განხილვა სტრასბურგის სასამართლოში ჯერ კიდევ წინაა.
„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაცვის მხარეს შეზღუდოდა მტკიცებულებების მოპოვება. განსაკუთრებით ამ კონკრეტულ მომენტში, როცა მტკიცებულებების მოძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსხვავებით ივანიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ფსევდო სასამართლოსგან, სტრასბურგის სასამართლო ყოველთვის ითხოვს მტკიცებულებებს. რაც შეეხება სამომავლო საქმისწარმოებას სტრასბურგში, იცით, რომ არსებითი განხილვა, სიმართლის დადგება ჯერ კიდევ წინ არის და როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, ბრძოლა გაგრძელდება ყველა ფრონტზე, მათ შორის სტრასბურგში,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.