გაერთიანებული სამეფო უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ დრონებს გაუგზავნის

გაერთიანებული სამეფო უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ ასობით დამრტყმელ დრონს გაუგზავნის, - ინფორმაცია The Guardian-ი გაერთიანებული სამეფოს მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დრონების მოქმედების რადიუსი 200 კმ-ზე მეტია.

„დღეს პრემიერ - მინისტრი დაადასტურებს გაერთიანებული სამეფოს მიერ ასობით საზენიტო რაკეტის და უპილოტო საფრენი აპარატის დამატებით მიწოდებას, ასობით ახალ, შორ მანძილზე მოქმედი დრონის ჩათვლით, რომლის მოქმედების რადიუსი 200 კმ-ზე მეტია“, - აცხადებენ გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დახმარების მიწოდება უახლოეს თვეებში, განხორციელდება, რადგან „უკრაინა ემზადება, რუსეთის შეჭრის მიმართ წინააღმდეგობა გააძლიეროს“.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს შეხვდება.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს