დავით ნარმანია ჩინური ენერგეტიკული კომპანიის „China Power“-ის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით ნარმანია ჩინური ენერგეტიკული კომპანიის „China Power“-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია წამყვანი ჩინური კომპანიის „China Power“-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

სემეკის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

„დავით ნარმანიამ კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მარეგულირებელი ჩარჩო გააცნო, ასევე მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა, ინვესტიციების მოზიდვისა და კონკურენტული ბაზრის უზრუნველყოფის მექანიზმებზე.

„China Power“ წამყვანი ჩინური ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც ცნობილია გლობალური გამოცდილებით ელექტროენერგიის წარმოების პროექტების შემუშავებაში, მშენებლობასა და ექსპლუატაციაში. თერმული, ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიის პროექტების მრავალფეროვანი პორტფელით, კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი მდგრადი ენერგიის განვითარებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიტანა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.